作词 : Zviadi Bekauri
作曲 : Zviadi Bekauri
აღარ მაძინებს შენი მზერა ალმაცერი
ხალიანი ტუჩი და მკლავი ანაცერი
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით გადატკეცილი
ტალღებს მოაპობდა შენი ტანი..
თვალებს ჩავკიდებ წყალში გრძელი ანკესივით
და სახლში დავბრუნდები როგორც გალახული.
თითქოს შენ სხეულში მზეა გამომწყვდეული
აღარ მოხვიდე
არ მინდა რომ ისევ გნახო
სიტყვებით გული განახო
აღარ მინდა რომ გიმღეროდე
შენ აღარ მოხვიდე
არ მინდა რომ ისევ გნახო
შემიშალე მთელი სამყარო
მინდა რომ მალე გათენდეს
ზღვა ღელავდა თრთოდა და ტალღებს შლიდა მწვანედ
გახველ ნაპირზე და თან ღელვაც გაიტანე
განა ბევრი მინდა ო როგორ დავიღალე
ბევრი თეთრი ღამე გადავიტანე
აღრ მაძინებს შენი მზერა ალმაცერი
ხალიანი ტუჩი და მკლავი ანაცერი
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით გადატკეცილი
შენ აღარ მოხვიდე
არ მინდა რომ ისევ გნახო
სიტყვებით გული განახო
აღარ მინდა რომ გიმღეროდე
შენ აღარ მოხვიდე
არ მინდა რომ ისევ გნახო
შემიშალე მთელი სამყარო
მინდა რომ მალე გათენდეს
აღარ მოხვიდე